вторник, 1 сентября 2015 г.

სასკოლო პროექტი

                                             პროექტის  გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენ და ლოგიკა’’.

საგანი: მათემატიკა

პროექტის მიზანი:  ლიტერატურული ნაწარმოებებიდან  ისეთი წინადადებების ამოწერა, რომლთა გამოყენება შეიძლება გამონათქვამების სახით; ამ გამონათქვამთა უარყოფის, შებრუნებული და ექვივალენტური გამონათქვამების აგება; კვლევის ჩატარება, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ლოგიკური უნარების დონის დასადგენად.

პროექტის აქტუალურობა: ადამიანისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ლოგიკურ აზროვნებას, მიღებული ინფორმაციის სათანადოდ გაგებას.

პროექტში მონაწილენი: ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლის X კლასი
  
                                             მასწავლებელი:  მარინა გაბისონია.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი

დასაწყისი: 2013 წელის 17 აპრილი.

დასასრული: 2013 წელის 1 მაისი.

ამოცანები და განხორციელების გზები:
  •     მოსწავლეები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამოიწერენ წინადადებებს.

  •        გაკვეთილზე, რომელსაც დისკუსიის ფორმა აქვს, მოძიებული მასალებიდან აარჩევენ გამონათქვამებს და ააგებენ  უარყოფას, შებრუნებულ და ექვივალენტურ გამონათქვამებს.  ამ ყველაფერს აკრეფენ ,,Pover Point’’-ის პროგრამაში კომპიუტერზე
  •          დაწერენ ესეს ლოგიკის აქტუალურობის შესახებ.
  •          პარალელურად ჩაატარებენ კვლევას სკოლაში. კვლევის მიზანი IX –XI კლასის მოსწავლეთა ლოგიკურ უნართა განვითარების დონის განსაზღვრაა. კვლევა ჩატარდება ტესტირების მეთოდითმოსწავლეები ისტ-ის მეშვეობით დაითვლიან კვლევის რაოდენობრივ მონაცემებს, ააგებენ დიაგრამებსგაანალიზებენ შედეგებს და გააკეთებენ დასკვნას.  კვლევის ანგარიშსაც წარმოადგენენ ,,Pover Point’’-ში.
  •          პრეზენტაცის პროცესში ლოგიკური ამოცანების ამოხსნის ვიზუალიზაციისათვის ააგებენ ვენის დიაგრამებს ,,Paint-ის პროგრამაში; ამ დიაგრამებსაც ჩასვამენ ,,Pover Point’’-ში.
  •      პროექტის დასკვნითი ეტაპია პრეზენტაცია და შეფასება.


მოსალოდნელი შედეგები:
v  მათ. X.4. იყენებს მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა  ხერხს.

v  მათ. X.5. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.


v  მათ. X.13. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო                                                         თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.

v  მათ. X.14. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ
                           მონაცემებს დასმული ამოცანიამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

ესგ-ს გამჭოლი კომპეტენციები:  
                                                               წიგნიერება;
                                                               ციფრული წიგნიერება;
                                                               ცოდნის ტრანსფერი;
                                                                სემიოტიკური ;
                                                                სამოქალაქო და სოციალური;
                                                               
რესურსები:   მათემატიკის სახელმძღვანელო, მხატვრული  
                                                               ლიტერატურა,  კომპიუტერი, პროექტორი.

კავშირი სხვა საგნებთან:  ქართული ენა და ლიტერატურა.
                                                          
                                                          პროექტის ხელმძღვანელი მარინა გაბისონია.
                                                                      17 აპრილი   2013 წელი.