პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენ და ლოგიკა’’.
საგანი: მათემატიკა
პროექტის მიზანი: ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ისეთი წინადადებების ამოწერა, რომლთა გამოყენება
შეიძლება გამონათქვამების სახით; ამ გამონათქვამთა უარყოფის, შებრუნებული და ექვივალენტური
გამონათქვამების აგება; კვლევის ჩატარება, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ლოგიკური უნარების
დონის დასადგენად.
პროექტის აქტუალურობა: ადამიანისათვის დიდი მნიშვნელობა
აქვს ლოგიკურ აზროვნებას, მიღებული ინფორმაციის სათანადოდ გაგებას.
პროექტში მონაწილენი: ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლის
X ა კლასი
მასწავლებელი: მარინა გაბისონია.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
დასაწყისი: 2013 წელის 17 აპრილი.
დასასრული: 2013 წელის 1 მაისი.
ამოცანები და განხორციელების გზები:
- მოსწავლეები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამოიწერენ წინადადებებს.
- გაკვეთილზე, რომელსაც დისკუსიის ფორმა აქვს, მოძიებული მასალებიდან აარჩევენ გამონათქვამებს და ააგებენ უარყოფას, შებრუნებულ და ექვივალენტურ გამონათქვამებს. ამ ყველაფერს აკრეფენ ,,Pover Point’’-ის პროგრამაში კომპიუტერზე.
- დაწერენ ესეს ლოგიკის აქტუალურობის შესახებ.
- პარალელურად ჩაატარებენ კვლევას სკოლაში. კვლევის მიზანი IX –XI კლასის მოსწავლეთა ლოგიკურ უნართა განვითარების დონის განსაზღვრაა. კვლევა ჩატარდება ტესტირების მეთოდით. მოსწავლეები ისტ-ის მეშვეობით დაითვლიან კვლევის რაოდენობრივ მონაცემებს, ააგებენ დიაგრამებს, გაანალიზებენ შედეგებს და გააკეთებენ დასკვნას. კვლევის ანგარიშსაც წარმოადგენენ ,,Pover Point’’-ში.
- პრეზენტაცის პროცესში ლოგიკური ამოცანების ამოხსნის ვიზუალიზაციისათვის ააგებენ ვენის დიაგრამებს ,,Paint-ის პროგრამაში; ამ დიაგრამებსაც ჩასვამენ ,,Pover Point’’-ში.
- პროექტის დასკვნითი ეტაპია პრეზენტაცია და შეფასება.
მოსალოდნელი შედეგები:
v
მათ. X.4. იყენებს მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხს.
v
მათ. X.5. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე
პრობლემებს.
v
მათ. X.13. მოიპოვებს დასმული
ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
v
მათ. X.14. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივ
მონაცემებს
დასმული ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით.
ესგ-ს გამჭოლი კომპეტენციები:
წიგნიერება;
ციფრული წიგნიერება;
ცოდნის ტრანსფერი;
სემიოტიკური ;
სამოქალაქო და სოციალური;
რესურსები: მათემატიკის
სახელმძღვანელო, მხატვრული
ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი.
კავშირი სხვა საგნებთან: ქართული ენა და ლიტერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი მარინა გაბისონია.
17 აპრილი 2013 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий